„ჯორჯიან მანგანეზი“ მზადაა, მაღაროელებთან და პროფკავშირებთან მოლაპარაკება აწარმოოს
ხელფასის მომატება და სამუშაო პირობების გაუმჯობესება, – მაღაროელებმა მოთხოვნები დღეს კომპანია ჯორჯია მანგანეზის ხელმძღვანელობას წაუყენეს.
ჭიათურაში გამართული აქციის მონაწილეები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პროტესტის სხვა ფორმაზე საუბრობენ.
მოლაპარაკებისთვის მზადაა კომპანია. სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი მაღაროელებს რამდენიმე დღეში შეხვდება.