ჭიათურის მაღაროს თანამშრომლები გაიფიცნენ

ჭიათურაში მოქმედი ყველა მაღარო გაჩერებულია – მაღაროელების გაფიცვის გამო, სამუშაო პროცესი დილიდან შეწყდა. კომპანია „ჯორჯია მანგანეზში“ დასაქმებულები ხელფასების 50%-ით მატებასა და ჯანდაცვის სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებას ითხოვენ. გაფიცულები საპროტესტო აქციას ჭიათურის მერიასთან მართავენ.

პარალელურად, აქცია იმართება სოფელ​ შუქრუთის მოსახლეობის მიერ. მათი განცხადებით, სოფელში მადნის მოპოვებითი სამუშაოების გამო, მათი საცხოვრებელი სახლები დაზიანდა და კომპანიისგან კომპენსაციას ითხოვენ.

ნინო ფისაძე დეტალებით.