ჭიათურაში მოქმედი ყველა მაღარო გაჩერებულია – მაღაროელების გაფიცვის გამო, სამუშაო პროცესი დილიდან შეწყდა. კომპანია „ჯორჯია მანგანეზში“ დასაქმებულები ხელფასების 50%-ით მატებასა და ჯანდაცვის სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებას ითხოვენ. გაფიცულები საპროტესტო აქციას ჭიათურის მერიასთან მართავენ.
პარალელურად, აქცია იმართება სოფელ შუქრუთის მოსახლეობის მიერ. მათი განცხადებით, სოფელში მადნის მოპოვებითი სამუშაოების გამო, მათი საცხოვრებელი სახლები დაზიანდა და კომპანიისგან კომპენსაციას ითხოვენ.
ნინო ფისაძე დეტალებით.