პროტესტი სოფელ შუქრუთში

პროტესტი ჭიათურაში. სოფელ შუქრუთის სამმა მკვიდრმა პირი ამოიკერა, ათმა კი შიმშილობა დაწყო. მათი თქმით, „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, საცხოვრებელი სახლები ინგრევა, კომპანია კი კომპენსაციის გადახდას არ აპირებს. 10 ოჯახი 85 დღეა აქციას მართავს. საპასუხოდ კომპანიაში ამბობენ, რომ კომპენსაციის გაცემა დაწყებულია, თუმცა მოსახლეობის გარკვეული ნაწილი პროტესტის რადიკალურ ფორმას მიმართავს.

მოამბე