შუქრუთის მცხოვრებთა პროტესტი

„ჯორჯიან მანგანეზში“ აცხადებენ, რომ მზად არიან მოელაპარაკონ შუქრუთის მცხოვრებთა ნაწილს, რომლებიც აქციებს მართავენ. კონკრეტულ შეთავაზებას რაც შეეხება, მენეჯმენტი თანახმაა, აუდიტის დასკვნის მიხედვით დადგენილი კომპენსაციები გადაიხადონ.

პროცესში მესამე სექტორია ჩართული. „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ სოფელ შუქრუთის მოსახლეობისთვის ზიანის ახალი სტანდარტით ანაზღაურებას ითხოვს. მათივე თქმით, „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გაკეთებული განცხადება, რომ კომპანია მზად არის მოსახლეობის ზარალი სამხარაული ექსპერტიზამ შეაფასოს, – არასწორია. ადგილობრივები 21-ე დღეა შიმშილობენ და ამერიკის საელჩოსთან არიან შეკრებილები, ისინი ელჩს სთხოვენ დახმარებას.

მოამბე

დატოვე კომენტარი