ჯეიმს ო'ბრაიენის ვიზიტი

რას ელოდება ხელისუფლება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვიზიტისგან და როგორია მოლოდინები – ეს კიდევ ერთი თემაა, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ხვალ ეწვევა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ჯეიმს ობრაიენი 14-17 მაისის განმავლობაში შეხვედრებს გამართავს მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორთან. გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიზიტით გამოხატავს აშშ-ის მტკიცე ერთგულებას ქართველი ხალხისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.