ეროვნული ნაკრების წარმატებას და სახალხო დახვედრას ეხმაურება პრემიერი

12:12, 04.07.2024

ევრო 2024-ზე ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წარმატებას და თავისუფლების მოედანზე გამართულ სახალხო დახვედრას კიდევ ერთხელ აფასებს მთავრობის მეთაური. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩვენმა ფეხბურთელებმა განსაკუთრებული სიხარული და სიამაყის განცდა გვაჩუქეს, რაც ასე ძალიან სჭირდებოდა ჩვენს ხალხს. როგორც პრემიერ-მინისტრი განმარტავს, მსგავს მასშტაბურ დახვედრას თითოეული ფეხბურთელი იმსახურებდა.

მსგავსი