ჯეიკ სალივანის განცხადება

„საქართველოს მომავალი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს“, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა. მისი განცხადებით, აშშ-მ გამოხატა შეშფოთება საქართველოში საარჩევნო პროცესში დემოკრატიული ინსტიტუტების ტრაექტორიასთან დაკავშირებით, თუმცა, მისი თქმით, საბოლოო ჯამში, ქვეყნის მომავალი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.