თემა, რომელიც მარტვილის შემთხვევამ გაააქტიურა – ცოფით დაავადებულმა მიუსაფარმა ძაღლმა ერთ დღეში 22 ადამიანი დაკბინა.
მუნიციპალიტეტში ახლა კარანტინია გამოცხადებული. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო კანონით დადგენილი რეგულაციების აღსრულების გამკაცრებას და ჯარიმების გაზრდას ითხოვს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის წესების დარღვევა არა მხოლოდ მიუსაფარი, არამედ ოჯახებში მყოფი ცხოველების პრობლემაცაა. ხშირად ირღვევა გასეირნების წესებიც, რაც საზოგადოებრივ სივრცეებში მეპატრონეების მხრიდან ალიკაპის და საბმელის გამოუყენებლობას გულისხმობს.