ქართველი მსმენელისთვის ბრაზილიელი მომღერლის და მისი კვარტეტის კონცერტი მზადდება. პაულა მორელენბაუმი მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სცენაზე თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარდგება. საღამო ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ნაწილია.
ცნობილი ბრაზილიელი მომღერლისა და მისი კვარტეტის კონცერტს მაესტრო ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს. პაულა მორელენბაუმი ქართველ მსმენელს ხვალ საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში უკვე მეორედ შეხვდება.