მთავრობის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სომხეთთან არსებული სასაზღვრო-გამშვები პუნქტებიდან, საქართველოს მოქალაქეები მხოლოდ სადახლოს გავლით შემოვლენ, სატვირთო მოძრაობა კი დასაშვები იქნება შეუფერხებლად ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან. ანალოგიური შეზღუდვა გავრცელდება აზერბაიჯანთან დაკავშირებით. საქართველოს მოქალაქეებს შემოსვლის უფლება მხოლოდ წითელი ხიდის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით ეძლევათ.
კიდევ რა საკითხები განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ჯანდაცვის თემატური ჯგუფის შეხვედრაზე, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობდა – ლიკა ალელიშვილი გაგვაცნობს დეტალებს.