„კოვიდ-19“-ის პანდემიის დასასრული გამოჩნდა“, – აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი. მისის თქმით, მსოფლიო არ ყოფილა უკეთეს მდგომარეობაში პანდემიის დასასრულებლად. „ჯერ იქ არ ვართ, მაგრამ დასასრული ჩანს“, – თქვა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა. დასავლური მედიის შეფასებით, ვირუსმა, რომელიც გაჩნდა ჩინეთში 2019 წლის ბოლოს, თითქმის ექვს მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა და 606 მილიონი დაინფიცირდა. პანდემიამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა გლობალურ ეკონომიკას და ჯანდაცვის სისტემას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, გასულ კვირას, „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების სტატისტიკა 2020 წლის მარტის შემდეგ, ყველაზე დაბალი იყო.