ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, „ომიკრონის“ ვარიანტის გავრცელების შემდეგ, ვირუსის 130 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი და თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანია გარდაცვლილი. ინციდენტების მართვის ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, ვაქცინის არსებობის ეპოქაში, ვირუსით ნახევარი მილიონი ადამიანის დაღუპვა საგანგაშო და შემაშფოთებელია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსზე რეაგირების ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა კი განაცხადა, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში „ომიკრონის“ გავრცელების პიკს ჯერ კიდევ არ გადაუვლია და მოქალაქეებმა სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინონ.