მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია ექსპერტთა 13-კაციანი ჯგუფი, რომელიც კორონავირუსის წარმოშობას იკვლევს.
მედიის წინაშე პირველ განცხადებას აკეთებს კომისია, რომელიც ჩინეთის პროვინცია უხანში მუშაობს. ჯგუფი „კოვიდ-19“-ის ლაბორატორიაში შექმნის და ხელოვნურად გავრცელების ვერსიას ნაკლებ სავარაუდოდ მიიჩნევს. პირველი ეპიდ-აფეთქების ადგილზე 10 ქვეყნიდან ჩასული ექსპერტებისთვის უფრო რეალურია ვერსია, რომლის მიხედვით ვირუსული ინფექცია ადამიანს ცხოველისგან გადაედო. განიხილება კორონავირუსის გაყინული პროდუქტებიდან გავრცელების შესაძლებლობაც.