2019 წლის პირველი ივლისიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევა მოქალაქეებისთვის შესაძლოა სავალდებულო გახდეს.
მთავრობის ინიციატივას ამ წუთებში ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.
სავალდებულო დაზღვევის თანხა დიფერენცირებული იქნება და მანქანის კატეგორიის მიხედვით განისაზღვრება.
შემოთავაზებული ვარიანტით ყოველწლიური გადასახადი მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებისათვის 75 ლარიდან 150 ლარამდე იქნება, სასოფლო სამეურნეო მანქანებისთვის 60 ლარიდან 90 ლარამდე, ავტობუსებისთვის 160 დან 240 ლარამდე, სატვირთო ავტომობილებისთვის კი 210 ლარიდან 310 ლარამდე.
ბენეფიციარს ექნება თავისუფალი არჩევანი თუ რომელ კომპანიაში დააზღვევს მანქანას. ასევე შეიქმნება სავალდებულო დაზღვევის ბიურო და საბჭო.