თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლობით, ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა სრული კრებული გამოიცემა. აკადემიურ გამოცემაზე მუშაობა უახლოეს მომავალში აქტიურ ფაზაში შევა და ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესთვის უკვე რამდენიმე ტომი იქნება წარმოდგენილი. გამოცემაში ისეთი მასალებიც მოხვდება, რომელიც ფართო აუდიტორიისთვის ცნობილი პირველად გახდება.