წიგნის პრეზენტაცია

„ივანე ჯავახიშვილისა და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის ეპისტოლური მემკვიდრეობა“ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ სახელწოდების წიგნის პრეზენტაცია შედგა.

კრებულში შესულია ივანე ჯავახიშვილის და მისი მეუღლის წერილები. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ივანე ჯავახიშვილის შთამომავლები. მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ თსუ-ს პროფესორები და სტუდენტები.
წიგნი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ საქართველოს ფოსტის და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით გამოსცა. წიგნის წარდგენასთან ერთად გაიმართა საქართველოს ფოსტის მარკების გამოფენა. მარკები შექმნილია უნივერსიტეტის, უნივერსიტეტის დამაარსებლის და სხვა საზოგადო მოღვაწეების, მწერლებისა და პოეტების თემატიკაზე.