თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 104 წლისაა

კავკასიაში პირველი უნივერსიტეტის გახსნიდან 104 წელი გავიდა — თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი დღეს საიუბილეო თარიღს აღნიშნავს. 1900 წელს აგებული სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობაში, 18 წლის შემდეგ, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, კავკასიაში პირველი ეროვნული უმაღლესი სასწავლებელი – ქართული უნივერსიტეტი გაიხსნა. იდეის მხარდასაჭერად სახალხო მოძრაობა 1918 წელს დაიწყო, შეიქმნა უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოება, რომლის ხელმძღვანელიც ივანე ჯავახიშვილი იყო. 1989 წელს თსუ-ს სწორედ მისი დამფუძნებლის სახელი მიენიჭა. დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 22 ათასამდე სტუდენტი სწავლობს. თსუ-ს უკავშირდება არაერთი სამეცნიერო ნაშრომო კვლევა თუ საზოგადოებრივი მოძრაობა— უნივერსიტეტის საუკუნოვანი ისტორია