შეხვედრა თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის წარმომადგენლებს მასპინძლობს.

20-მდე ქვეყნის 120-ზე მეტი წარმომადგენელი სადოქტორო განათლების შესახებ სემინარებსა და ვორქშოფებს ორი დღის განმავლობაში გამართავს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციის წარმომადგენლები შეხვედრას ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში მართავენ. სემინარზე სადოქტორო განათლებაში არსებულ ევროპულ ტენდენციებზე, სამომავლო გამოწვევებსა და პარტნიორული ურთიერთობების დამყარების გზებზე იმსჯელებენ.