ნოემბრის დასაწყისში ქვეყანაში გრიპის 300 ათასამდე ვაქცინა შემოვა. ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განაცხადა. ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ სამ და ოთხკომპონენტიან ვაქცინებს როგორც ქვეყანა, ისე კერძო კლინიკები შეისყიდიან და მის გამოყენებას რისკჯგუფში შემავალი პირები შეძლებენ. ივანე ჩხაიძის თქმით, საქართველოში სეზონური ვირუსები დეკემბრის თვეში აქტიურდება, ნოემბერი კი, კარგი პერიოდია ვაქცინის გასაკეთებლად და ანტისხეულების გამოსამუშავებლად.