ამ წუთებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. საბჭო დღის წესრიგით გათვალისწინებულ ცხრა საკითხს განიხილავს. მათ შორის არის სასამართლოს 2017–2021 წლების სტრატეგიის მიმოხილვა.
სხდომის დაწყებამდე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, სერგო მეთოფიშვილმა, საბჭოს სხდომების შესაძლო დახურვასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შემდეგ, მედიის კითხვებს პირველად უპასუხა. მეთოფიშვილის თქმით, მის ამ მოსაზრებას საბჭოში რამდენიმე მხარდამჭერი ჰყავს, თუმცა თანამოაზრეების დასახელებისგან თავი შეიკავა. სერგო მეთოფიშვილის განმარტებით, მისი ამ მოსაზრების საფუძველი, საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის, განცხადებებია.