ალექსანდრე წულაძე იუსტიციის საბჭოს კითხვებს პასუხობს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატ ალექსანდრე წულაძესთან გასაუბრება დაიწყო.

უკვე ოთხ საათზე მეტია, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ თეა ძიმისტარაშვილს უსმენდნენ. კანდიდატი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა. ძირითადი კითხვები წარსულ საქმიანობას შეეხო.

გასაუბრების დროს სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. კამათი საბჭოს წევრის, ირაკლი შენგელიას კითხვას მოჰყვა, რომელიც პირადი მონაცემების საჯაროობას ეხებოდა. საკითხზე კამათისას ერთმანეთს საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე და სერგო მეთოფიშვილი დაუპირისპირდნენ.