იუსტიციის საბჭოს სხდომა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, სერგო მეთოფიშვილი, ნაზი ჯანეზაშვილს ინტერესთა კონფლიქტში ადანაშაულებს.

საუბარია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე, დიმიტრი ხაჩიძესა და არჩილ ჩოფიკაშვილზე. მეთოფიშვილი ფიქრობს, რომ ამ კანდიდატების კენჭისყრაზე ჯანეზაშვილის დასწრება იყო ინტერესთა კონფლიქტი, რადგან წარსულში ისინი ერთ არასამთავრობო ორგანიზაცია, „კონსტიტუციის 42-ე მუხლში” მუშაობდნენ. მეთოფიშვილის განცხადებით, ჯანეზაშვილმა ეს გარემოება დაუმალა საბჭოს.

თავად ნაზი ჯანეზაშვილი ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ მისი წარსული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ღია და საჯაროა. ჯანეზაშვილის თქმითვე, უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა 50-კაციან სიაში, თითქმის ნახევარი, იუსტიციის უნაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების თანამშრომელია.

საბჭოს დღევანდელ სხდომაზე იყო ხმაური. არამოსამართლე წევრები დღის წესრიგში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შესარჩევი პროცედურის განხილვის წინ წამოწევას ითხოვდნენ.