იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი მოსამართლეთა სარეზერვო სიის შემადგენლობას აპროტესტებს

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლეთა სარეზერვო სიის შემადგენლობას აპროტესტებს. ჯანეზაშვილის განცხადებით, სიაში არ უნდა იყვნენ ის მოსმართლეები, რომლებსაც რეპუტაცია შელახული აქვთ და სასამართლო სისტემაზე მძიმე კვალი დატოვეს.

მოსამართლეთა სარეზერვო სია ორშაბათს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განიხილეს. ჯანეზაშვილის ინფორმაციით, სიაში არიან გარდაცვლილი მოსამართლეებიც, რასაც საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი ტექნიკურ ხარვეზს უკავშირებს.