იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა, კამათის და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა.
მთავარი, რაზეც საბჭომ იმსჯელა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, ილონა თოდუას საკითხი იყო, რომელიც საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა კორუფციაში დაადანაშაულა. საუბარია თოდუას მიერ მის საკუთრებაში არსებული ბინის დედისთვის ჩუქებაზე და ამის შემდეგ საბჭოსგან მისთვის საცხოვრებელი ბინის ქირის გამოყოფის თაობაზე.
თავად თოდუა არამოსამართლე წევრების განცხადებებს ცილისწამებას უწოდებს.