იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დამოუკიდებელი ინსპექტორის შესარჩევად კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დამოუკიდებელი ინსპექტორის შესარჩევად კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს.

ინსპექტორი მომავალში მოსამართლეთა დისციპლინური სამართალდარღვევის შემთხვევაში, სარჩელების პირველად შემოწმებას განახორციელებს. სამი დღის განმავლობაში საბჭოში სულ 46 კანდიდატს მოუსმენენ. საბოლოოდ გადაწყვეტილებას საბჭოს უმრავლესობა, რვა მოსამართლე იღებს.

ინსპექტორის უფლებამოსილება და კრიტერიუმები კანონით არის განსაზღვრული.