იუნკერთა ხსოვნის დღე

იუნკერთა ხსოვნის დღე – ქვეყანაში კოჯორ-ტაბახმელასთან საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირებს იხსენებენ.

პარლამენტის ეზოში ხარების სახელობის სამლოცველოში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს. პრეზიდენტმა, პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკეს. აღინიშნა, რომ დღევანდელი დღე ტრაგიზმისა და სიამაყის დღეა, რადგან 101 წლის წინ დაწყებული ბრძოლა ამ დრომდე არ დასრულებულა.

მოამბე