გელათის სამონასტრო კომპლექსში მნიშვნელოვანი სამუშაოები იწყება.
ღვთისმშობლის შობის ტაძარზე ახალი დროებითი გადახურვა მოეწყობა. დასავლეთის მკლავზე დღეს არსებული დროებითი გადახურვის მოხსნა მას შემდეგ გადაწყდა, რაც იუნესკოს ექსპერტების მონაწილეობით ჩატარებულმა კვლევამ გადახურვის ფენებს შორის მძიმე ხარვეზები და დარღვევები გამოავლინა.