დუშეთის ცენტრში ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია იწყება.
პროექტი, რომელსაც მსოფლიო ბანკი 4,6 მილიონი ლარით აფინანსებს, 40 სახლის განახლებას ითვალისწინებს. ამ ნაგებობებს შორის 24 ძეგლია, მათ შორის არის ილია ჭავჭავაძისა და „აპრელოვის“ სახლები.