კლდოვანი მთის წვერზე აგებული ციხე-ქალაქი, რომლის მიმართაც ტურისტული ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. შემდეგი რეპორტაჟით იმოგზაურებთ ხორნაბუჯში. ისტორიული ციხე-ქალაქი, რომელიც პირველი იგერიებდა საქართველოში აღმოსავლეთიდან მოსულ მტერს. ძეგლი გამორჩეულია თავისი უნიკალური და სტრატეგიული ადგილმდებარეობით, ხოლო გარემო ბიომრავალფეროვნებით. დედოფლისწყაროდან სამ კილომეტრში ისტორიული ციხე-ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა, პროექტის ჯამური ღირებულება ოთხ მილიონ ლარზე მეტია.
რა სიახლეები ელოდებათ ხორნაბუჯში მოსულ ვიზიტორებს – ნახეთ ჟანა დიდებაშვილისა და ზვიად ყარაულაშვილის სიუჟეტი დედოფლისწყაროდან.