„ისრაელის სახლმა“ საზოგადოებას ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ბიბლიური მარშრუტი წარუდგინა. ახალი მარშრუტის მიზანი, კულტურული ტურიზმის გაძლიერება და მსოფლიოსთვის გაცნობაა. პროექტის ფარგლებში, ექსკურსიებისთვის გიდების მომზადებაა დაგეგმილი. მოგზაურობის ფარგლებში, ტურისტები ორ ქვეყანას – საქართველოსა და აზერბაიჯანს ესტუმრებიან და იმ ისტორიულ მარშრუტს გაეცნობიან, რომელიც ებრაელმა ერმა გაიარა.