გიდების მიმართვა საგარეო საქმეთა სამინისტროს

დავით გარეჯში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, საქართველოს გიდები დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წერილით მიმართავენ. ისინი უწყებისგან ოფიციალურ განმარტებას ითხოვენ, თუ რა ხდება დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით. ტურისტული სეგმენტის წარმომადგენლები ითხოვენ, რომ საგარეო უწყებამ საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის სადემარკაციო კომისიაში  მათი წარმომადგენელიც შეიყვანოს. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ასახული იყო, რომ დავით გარეჯში, სასაზღვრო მონაკვეთზე მესაზღვრეებსა და ადგილობრივებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა.