ტურისტული ტრენინგ-მოდულის პრეზენტაცია

ტურისტული გიდებისთვის შექმნილი სპეციალური ტრენინგ-მოდულის პრეზენტაცია გაიმართა სახელმწიფო უნივერსიტეტში. ტრენინგ-მოდულის ჩარჩო დოკუმენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა  ჯგუფის მიერ შეიქმნა. აღნიშნული საშუალებას მისცემს მოქმედ გიდებს და მათ, ვისაც ამ პროფესიის დაუფლება სურს, მიიღონ სათანადო ცოდნა. პროექტი  კულტურის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა.