ტურისტული გიდებისთვის შექმნილი სპეციალური ტრენინგ-მოდულის პრეზენტაცია გაიმართა სახელმწიფო უნივერსიტეტში. ტრენინგ-მოდულის ჩარჩო დოკუმენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ჯგუფის მიერ შეიქმნა. აღნიშნული საშუალებას მისცემს მოქმედ გიდებს და მათ, ვისაც ამ პროფესიის დაუფლება სურს, მიიღონ სათანადო ცოდნა. პროექტი კულტურის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა.