ისრაელის ქნესეთის სპიკერის ოფიციალური ვიზიტი

ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება. ხვალიდან ამირ ოჰანა საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს. პარლამენტში მას ქართველი კოლეგა, შალვა პაპუაშვილი უმასპინძლებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, ორი ქვეყნის პარლამენტების სპიკერები პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალურ ვიზიტს ირაკლი ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრებით დაასრულებს.