არასამთავრობო ორგანიზაციები „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და “საია” უწყებათაშორის კომისიას უნდობლობას უცხადებენ. ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელების განცხადებით, უწყებათაშორისი კომისიის პლატფორმაში მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს დარღვევებზე კონტროლის მექანიზმი, თუმცა, ბოლო დროს მათ წარმომადგენლებს კომისიის წევრები თეა წულუკიანის ხელშეწყობით სტრესულ სიტუაციაში ამუშავებდნენ, ამიტომ ისინი კომისიის სხდომებს აღარ ესწრებიან.
ამასთან, უწყებათაშორისი კომისიის ბოიკოტირებას არ გამორიცხავს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოც“, თუმცა, ლევან ნატროშვილი ამბობს, რომ ამის საჭიროება ამ დრომდე არ დამდგარა.