ირმა ხეცურიანი მსოფლიო ჩემპიონია. ქართველმა ეტლით მოფარიკავემ იტალიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა. ფინალში ქართველმა სპორტსმენმა ტაილანდელი მეტოქე დაამარცხა და საქართველოში ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას ოჯახის წევრები და მხარდამჭერები დახვდნენ.