პარალიმპიადა 2020 - პირველი ქართველი მედალოსანი 

პარალიმპიურ თამაშებზე ნინო თიბილაშვილმა ვერცხლის მედალი აიღო.

მეოთხედფინალში ქართველი ეტლით მოფარიკავე უკრაინელ ნატალია მორკვიჩს შეხვდა, ნახევარფინალშიც მისი მეტოქე უკრაინელი ევგენია ბრიუსი იყო, რომელიც მედლის ცხრაგზის მფლობელი და რიოს პარალიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორია. დაძაბული ორთაბრძოლა თიბილაშვილის გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 15:12. თუმცა ჩინელ ბიან ცზინთან ოქროს მედლისთვის ბრძოლა და ფინალი საქართველოს ნაკრების წევრმა ანგარიშით 7:15 დათმო და ვერცხლის მედალი მოიპოვა. თიბილაშვილი იაპონიაში მიმდინარე პარალიმპიადაზე პირველი ქართველი მედალოსანია.

ბრინჯაოს მედლის მიღების შანსი ჰქონდა პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანსაც, თუმცა ის ჩინელ სპორტსმენთან დამარცხდა.