ირანის ბირთვული შეთანხმების ბედი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპზეა დამოკიდებული. სწორედ მან უნდა გადაწყვიტოს, დარჩება თუ არა აშშ-ი მრავალთვიანი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულ შეთანხმებაში, რომლის სანაცვლოდაც თეირანმა საერთაშორისო სანქციებისგან დაიხსნა თავი, მსოფლიომ კი ირანის ბირთვული ამბიციები მოთოკა. თუმცა, თეთრი სახლის დღევანდელი მმართველი ამოქმედებულ შეთანხმებას, ყველაზე ცუდ ხელშეკრულებად თვლის.
დონალდ ტრამპის ულტიმატუმი ასეთია – გადაიხედოს შეთანხმების პირობები, ან ვაშინგტონი მას დატოვებს.