ჰასან როჰანი- თუ აშშ-ის ხელისუფლება ვალდებულებებს არ შეასრულებს, ირანს მკაცრი რეაქცია ექნება
ჰასან როჰანი- თუ აშშ-ის ხელისუფლება ვალდებულებებს არ შეასრულებს, ირანს მკაცრი რეაქცია ექნება

თუ აშშ-ის ხელისუფლება ვალდებულებებს არ შეასრულებს, ირანს მკაცრი რეაქცია ექნება – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა განაცხადა. ჰასან როჰანი დონალდ ტრამპს მოუწოდებს არ დატოვოს ბირთვული შეთანხმება.

აშშ-ის პრეზიდენტი „ერთობლივ ყოვლისმომცველ სამოქმედო გეგმას“ ისტორიაში ყველაზე ცუდ შეთანხმებას უწოდებს და აცხადებს, რომ თუ პირობები არ შეიცვლება, აშშ შეთანხმებას დატოვებს.

გასულ კვირას აშშ-მა, გერმანიამ, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა ახალ პირობებზე მოილაპარაკეს, რომლის შესაბამისადაც ვაშინგტონი ბირთვულ შეთანხმებაში დარჩება. ახალი შეთანხმების თანახმად, აშშ და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ რაკეტების გამოცდის გამო საჭიროა ირანს ახალი სანქციებით დაემუქრონ, თუმცა ბირთვული შეთანხმება არ უნდა შეიცვალოს. გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება.

ბირთვული შეთანხმება 2015 წელს გაფორმდა.