დონალდ ტრამპის თქმით, თუ ირანი ბირთვულ პროგრამას განაახლებს, პრობლემები შეექმნება
დონალდ ტრამპის თქმით, თუ ირანი ბირთვულ პროგრამას განაახლებს, პრობლემები შეექმნება

აშშ-ის პრეზიდენტმა ირანი გააფრთხილა. დონალდ ტრამპის თქმით, თუ ირანი ბირთვულ პროგრამას განაახლებს, პრობლემები შეექმნება, – ამის შესახებ აშშ-ის ლიდერმა საფრანგეთის პრეზიდენტთან ერთად, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ამავე გამოსვლაში ტრამპმა ირანთან გაფორმებულ ე.წ. ბირთვულ შეთანხმებას „კატასტროფული“ უწოდა.

ტრამპი მანამდეც არაერთხელ დაიმუქრა, რომ ობამას პერიდოში გაფორმებული შეთანხმების გახანგრძლივებაზე 12 მაისს უარს იტყვის.

„ირანი ვერაფერს ვერ განაახლებს, რადგან თუ ისინი ბირთვული პროგრამის განახლებას შეეცდებიან, დიდი პრობლემები ექნებათ, უფრო დიდი, ვიდრე აქამდე ჰქონიათ. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ სიტუაცია უცვლელი დარჩეს. ირანთან შეთანხმება კატასტროფულია. ისინი აგრძელებენ რაკეტების გამოცდას“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

2015 წელს ირანთან გაფორმებული შეთანხმებით, თეირანმა ბირთვული პროგრამის შეკვეცის პირობა დადო, სანაცვლოდ კი დასავლეთის ქვეყნებმა საერთაშორისო სანქციები შეამსუბუქეს.