ალი შამხანი- თუ აშშ ბირთვული შეთანხმებიდან გავა, ირანი ატომურ ობიექტებზე მუშაობას განაახლებს
ალი შამხანი- თუ აშშ ბირთვული შეთანხმებიდან გავა, ირანი ატომურ ობიექტებზე მუშაობას განაახლებს

ბირთვული შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის შემთხვევაში ირანი ატომურ ობიექტებზე მუშაობას განაახლებს. ამის შესახებ ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა განაცხადა.

„ჩვენ დავუბრუნდებით ბირთვულ ობიექტებზე მუშაობას იმ დონეზე, რაც ბირთვულ შეთანხმებაში შესვლამდე არსებობდა“ – აღნიშნა ალი შამხანიმ.

ბირთვული შეთანხმებიდან აშშ-ის შესაძლო გასვლაზე საუბრისას, ალი შამხანიმ თქვა, რომ ირანი  მსგავსი ტიპის ზეწოლას უკვე მიეჩვია.