თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ საახალწლო ღონისძიებაში 3 მილიონამდე ლარი დაიხარჯება და თანხის უმეტესი ნაწილი იმ მომღერლების ჰონორარებს მოხმარდება, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში იღებდნენ მონაწილეობას.
ხაბეიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა ბიუჯეტიდან საახალწლო ღონისძიებისთვის დამატებით 2 მილიონამდე ლარი პირადი განკარგულების საფუძველზე გასცა.
ამ განცხადებას თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი ზარქუა გამოეხმაურა და მას „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი სპექტაკლი უწოდა.