სტიქიის ზონაში დაახლოებით 105 ერთეული მძიმე ტექნიკა 11 პრიორიტეტულ მდებარეობაზე მუშაობს. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა.
ირაკლი ქარსელაძემ დეტალურად ისაუბრა შესრულებულ სამუშაოებზეც. მისი ინფორმაციით, მოხდა ხიდების აღდგენა, ალტერნატიული გზის მოწყობა, რამაც სამძებრო არეალის გაფართოების შესაძლებლობა შექმნა.