ახალი ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე იქნება. ის პოსტზე პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.
გიორგი კვირიკაშვილმა ირაკლი ლექვინაძის გამოცდილებაზე და ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის როლზე ისაუბრა და ლექვინაძეს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ირაკლი ლექვინაძე ბოლო წლების განმავლობაში თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას მოადგილე იყო.