ფსევდოლიბერალ ნაციონალებს და მათ ერთ-ერთ საყვარელ მწერალს ვუსურვებ, ყველაფერ ქართულში რუსულის ძებნას თავი დაანებონ და ფსევდოლიბერალიზმი განაგდონ, – წერს ფეისბუქზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. „ამ მწერალმა ქართულ შობას, რომელიც სამოქალაქო კალენდრით 7 იანვარს, იულიანური კალენდრით კი – 25 დეკემბერს აღინიშნება, რუსული შობა უწოდა. მინდა მისი ფსევდოლიბერალი თაყვანისმცემლების გასაგონად გავიხსენო, რომ ქრისტიანული სამყარო შობას იულიანური კალენდრით 325 წლიდან აღნიშნავს, როდესაც ისტორიას რუსეთი ჯერ კიდევ ჩაფიქრებულიც არ ჰქონდა.“
შეგახსენებთ, ლაშა ბუღაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ქრისტიანები შობას 25 დეკემბერს შეხვდნენ, 7 იანვარს კი მისი აღნიშვნა რუსულია.