პრემიერ-მინისტრი არჩევნების შემდეგ ოპოზიციისგან მძიმე პროვოკაციებს ელოდება. ირაკლი კობახიძემ ეს განცხადება „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მედიასთან ბრიფინგზე გააკეთა. მთავრობის მეთაურის თქმით, ოპონენტების დამარცხება 26 ოქტომბერს გარდაუვალია, ამ მარცხს კი ოპოზიცია, სავარაუდოდ, პროვოკაციებით უპასუხებს.
ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ მმართველი პარტიის ოპონენტებმა ისეთ რადიკალურ და მძიმე ზომებსაც მიმართონ, როგორიც 2016 წელს გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა იყო. ამავე თემაზე პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება დაკავებული ხეჩუაშვილის ჩვენების იმ ნაწილზე გაამახვილა, სადაც ბრალდებული თარგამაძის თვალთვალის დამკვეთად ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ასახელებს.