ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარებს ხვდება

თბილისში ევროპარლამენტარები იმყოფებიან. ამ წუთებში მათ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხვდება.

შეხვედრას ასევე ესწრებიან აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეაში ეროვნული დელეგაციების ხელმძღვანელებიც. მანამდე სტუმრები პრემიერმაც მიიღო.

მთავრობის მეთაურმა დელეგაციის წევრებს განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.