შეხვედრა შედგა იოჰანეს ჰანსა და გიორგი მარგველაშვილს შორის.
პრეზიდენტმა ევროპული სკოლის დაფუძნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. განიხილეს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. აღინიშნა, რომ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის დახმარებას საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის მიმართულებით.