საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თითქმის 33 %-ით შემცირდა.
ასეთია იანვრიდან აპრილამდე პერიოდის მონაცემი. ნეგატიურ ტენდენციას საქსტატი რამდენიმე გარემოებით ხსნის. მათ შორისაა მსხვილი პროექტების დასრულება, სესხების დაფარვა და კომპანიების მფლობელების ცვლილება. ინვესტიციების კლება ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და უძრავი ქონების სფეროებში დაფიქსირდა, სადაც წინა წლებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.
ექსპერტები ამბობენ, რომ ქვეყანამ ახალი ინვესტორები უნდა მოიზიდოს.